„შენ ვერ გამოიყენე ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და…“ – ვისზე წერს მსახიობი ქეთევან კიკნაძე

მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაცვლილ მეგობარს, მიშა გომიაშვილს ემშვიდობება.

„მიშა! ძალიან დამწყვიტე გული, შენ ვერ გამოიყენე ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და რაც მთავარია, შენი ნიჭიერება, რატომ, რატომ… ადრე იყო შენი წასვლა ამ ქვეყნიდან. შენგან შორს იყო ბოროტება, მხოლოდ სიკეთე მოდიოდა შენგან, სიკეთე და მზრუნველობა, თავდადება შენი პროფესიისადმი. ნათელი დაგადგეს ცათა სასუფეველში.“, – წერს მსახიობი.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს ერთ-ერთ კლინიკაში მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share