საქართველოში, 2022 წლის პირველ ნახევარში, ბუნებრივმა მატებამ მინუს 6486 კაცი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის პირველ 6 თვეში ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ კი 26 681 ადამიანი შეადგინა. 

2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).

2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.

2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება მინუს 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი

მაჩვენებელი კი დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195) 

194 წლიდან დღემდე პერიოდში საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდებოდა 2000-2007 წლებში  (შესაბამისად: -83; – 213; -2 387; -1 574; -1 995; -3 471; – 3 169 და -1 705) და ბოლოს დაფიქსირდა  2020-2021 წლებში (-4 017 და – 13 960)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share