მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს:”ნიკოლაშკა ძალიან სიმპათიური ბიჭია….იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება“

მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართავს სოხუმში მის „ვიზიტთან“ დაკავშირებით და ამბობს, რომ მას კიდევ აქვს შანსი, სიტუაციიდან გამოვიდეს.

„ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, ამ სიტუაციიდან გამოხვიდე. თუკი აღიარებ აფხაზეთს და, განსაკუთრებით, თუკი შენი ტერიტორიიდან ადგილი ექნება უკრაინაში მორიგი შეჭრის მცდელობას, შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრული იქნება“, – სწერს სააკაშვილი ლუკაშენკოს.

„მინახავს ნიკოლაშკას [ლუკაშენკოს შვილის] ფოტოები, ძალიან სიმპათიური ბიჭია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება“, – მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share