ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ვნახეთ, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა, იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით დამტკიცდა. იქვე იყო ეჭვი, როგორ შედგებოდა 9-კაციანი ჯგუფი და ნახეთ, რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით შედგა ეს ჯგუფი. ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის, ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად. ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომ ამ 19 შესაძლო კანდიდატიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც იქნება განხილვის საგანი.
ყველა ვთანხმდებით, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის არის კრიტერიუმი, არამხოლოდ მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ეს იყოს ადამიანი, რომლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საერთო ჯამში, მიგვიყვანს დადებით შედეგამდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველობის კანდიდატთა სია წარადგინა