აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკას ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. წერილობითი კომენტარი კონგრესმენისგან ამერიკის ხმამ აიღო.
“მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია”, – აღნიშნავს კინზინგერი.