აშშ-ში მცხოვრები ქართვლი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ატომური საფრთხის შემთხვევაში რადიაციისგან თავდაცვის რეკომენდაციების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს:
“ბევრი წუხს, როგორ დავიცვათ თავი, მართლა რომ გაისროლოს ატომური ბომბი შეურაცხადმა პუტინმაო…
სამწუხაროდ, იდეალური დაცვა ასეთ დროს პრაქტიკულად შეუეძლებელია თუ რადიაციის დაფარვის ზონაში აღმოჩნდით, მაგრამ…
პოსტზე მიკრულია PDF ფაილი მოკლე ინსტრუქციით. ინგლისურის მცოდნეებს გამოგადგებათ. დანარჩენებს მოგვიანებით გითარგმნით დეტალებს (იმედია მანამდე არ აგვაფეთქებს).
მთავარია სანახაობამ არ გაგიტაცოთ და კაშკაშა სინათლის წყაროს არ შეხედოთ, შეუქცევადად დაგაბრმავებთ.
აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში. სასურველია სარდაფში, შორს გარეთა კედლების და ფანჯრებისგან.
შეძლებისდაგვარად თან იქონიეთ რაიმე ტიპის წვდომა საინფორმაციო წყაროებთან, რომ მთავრობისგან მომდინარე ოფიციალურ ინფორმაციასთან წვდომა შეძლოთ. გაქცევის მიზნით ქუჩაში არ დარჩეთ.
იმედია, ერთი შეურაცხადის ბოროტ ფანტაზიას არ შევეწირებით…”, – წერს ნანა გეგეჭკორი.