პარტია „მოქალაქეების“ წევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს რომ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილი ქურდია და მანდ ჯარს ფული მოჰპარა.
ამის შესახებ მან „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„კეზერაშვილი ჩემთვის არის ქურდი, ჯარის ქურდი, კორუფციონერი, რომელიც დადასტურებულად არის მექრთამე. მან ჩემთვის უწმინდეს ინსტიტუციას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოჰპარა ასეულობით მილიონი.მინისტრი რომ იყო, წესით, მარტო ხელფასი უნდა ჰქონოდა და მინისტრობის ბოლო დღეს რომ გადადგა, თქვა, მე ბიზნესში ვბრუნდებიო. ანუ, იმ ბიზნესში, რომელიც მანამდე არ ჰქონდა და რა ბიზნესი იყო? ჯარს ჰპარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს იქ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.