საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ თემაზე კომენტარი მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.
“გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი და პულსი 170 და წნევა 220. ვერ ჭამს, ჭამდა მანადე რაღაცას, უჭირდა, ყველაფერს ვერა, მაგრამ ძალიან შერჩევით რაღაცას ვახერხებდით, დღეს უბრალოდ ძალიან ცუდად გახდა”, – თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა 23 კგ დაიკლო და ყოველ დღე სუსტდება, ამას “ვივა მედის” ნევროლოგიც ადასტურებს.