პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მის მიერ შესრულებული საბრძოლო ოპერაცია წარმატებული იყო.
როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ აქვს, „ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას“.
„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად 13 მარტს წავიდა.