ქალბატონ თამარს ვულოცავ სამსახურში მოწყობას, ის ღირსეულად დაწინაურდა ნაციონალური მოძრაობის და უკრაინის ხელისუფლების ლანძღვა გინების უთანასწორო მარათონში, ასევე უბადლო იყო ბელად ივანიშვილის ხოტბის შესხმაშიც.
ჩვენი მუნიციპალიტეტის გასტროლიორი მერის ამ ბრწყინვალე გადაწყვეტილებით, ქალბატონი თამარი დღეიდან პროტოკოლს უხელმძღვანელებს.
ტაში ამხანაგებო, მქუხარე ტაში
ქალბატონ თამარს კიდევ ერთხელ ვულოცქვ ამ დიდ გამარჯვებას და დასაქმების სხვა მსურველებს მოგიწოდებთ მიბაძეთ ქალბატონ თამარს.
წერს დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში