უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დღეს გამთენიისას ემსხვერპლა.
ცნობილია, რომ ის უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა. ის ომის დაწყების დღიდან, ფრონტის ხაზზე იბრძოდა.