დიზაინერი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია ცოტა ხნის წინ, მოსკოვში გადაბარგებულ “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას სკანდალურ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით რომ მთელი რუსეთი ზემოხსენებული უალკოჰოლო გაზირებული სასმელით სწორედ საქართველოდან მარაგდება “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“Konstantine Morgoshia/კონსტანტინე მორგოშია “ტკბილო კოტიკო” მაინტერესებს ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?”- ვკითხულობთ სოფო ჭყონიას პოსტში, რომელიც ძალადობრივი მოძრაობის ლიდერის მიერ გაზიარებულ “კოკა – კოლას” ბოთლის ფოტოს მისსავე სტატუსთან ერთად პირად გვერდზე აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ ცოტა ხნის წინ, ზემოაღნიშნული ფოტო შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად გაავრცელა და დაწერა რომ “კოკა – კოლათი” რუსეთი სწორედ საქართველოდან მარაგდება:
“დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო”- ვკითხულობთ მორგოშას პოსტში.
intermedia.ge