„საქართველო ბევრ ქარტეხილს აუვლიდა გვერდს“ – ნიკა მელია მერაბ კოსტავას გარდაცვალების 33-ე წლისთავზე

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მერაბ კოსტავას გარდაცვალების 33-ე წლისთავს ეხმიანება და სოცქსელში წერს:

„33 წლის წინ ბორითის გზაზე დასრულდა დიდი ქართველის – მერაბ კოსტავას სიცოცხლე. საქართველომ განაგრძო გზა მის გარეშე. არ შევისმინეთ მისი შეგონება, რომ ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია – საქართველო და მისი გაფრთხილების მიუხედავად, საქართველო გადავაყოლეთ ვიწროპარტიულ, ჯგუფურ ინტერესებს.ზვიად გამსახურდიამ მას უწოდა „ძე ქარიშხალისა“. რომ არა ის საბედისწერო, ტრაგიკული და დღემდე ბურუსით მოცული 1989 წლის 13 ოქტომბერი, საქართველო ბევრ ქარტეხილს აუვლიდა გვერდს!“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share