14 ოქტომბერს, ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა.წ. 14 ოქტომბერს, პარასკევს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე.

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს. – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share