„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგაქობა ვერცერთი კრიტერიუმი ვერ ადასტურებს.
„ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსები, რაღაცაზე მეტი, და რომელსაც აქვს პოლიტიკაზე გავლენა. ეს არის ორი არსებითი კრიტერიუმი. შეიძლება, სხვა კრიტერიუმზეც ვისაუბროთ, მაგრამ ორი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ესაა. თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებს გავყვებით, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, არც უკრაინული და არც ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქი არ არის”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.