“ბასილაშვილისნაირ კაცს არ გაუჭირდება სასამართლოზე გავლენის მოხდენა”

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რამდენიმე საქმეს გავიხსენებ, სადაც მოპასუხე გავლენიანი კაცი იყო და აბა, თუ გეცნობათ სიტუაცია?

– მედეას საქმე, ყოფილი ქმარი შსს ინფორმატორი იყო, მანქანით გადაუარა ფეხზე, ელ. ფოსტა გაუტეხა, მანამდე არაერთი ძალადობისას მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გამოძვრა – გამართლდა სამივე ინსტანციაში. ახლა საქმე სტრასბურგშია. 

– თამთას საქმე, საკუთარმა უფროსმა, ქოცმა პოლიტიკოსმა ჯიშკარიანმა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობა ჩაიდინა, მოძალადემ სამჯერ მაინც შეცვალა ჩვენება, რომ როგორმე ახალ-ახალ მტკიცებულებებს დამთხვეოდა მისი ბოდვა – გამართლდა პირველ ინსტანციაში, ველოდებით მეორეს.

– ახალგაზრდა ქალის საქმე, პოლიციის მაღალჩინოსანმა სცემა და გააუპატიურა საკუთარი პარტნიორი ქალი, კაცი მხოლოდ თანამდებობიდან გადადგა, ქალის ოჯახი დააშინეს, “საფარი” ჩამოაცილეს საქმეს, საქმე თაროზე შემოიდო.

– ქალი, სუსის თანამშრომელმა დაარტყა პარტნიორ ქალს, აფურთხა შვილის თანდასწრებით, მანქანიდან გადმოსვა ზამთარში და არბენინა. ქალი შეაშინეს, “საფარი” ჩამოაცილეს საქმეს, საპროცესო შეთანხმებით მოგვარდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს კაცი.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმეების, სადაც მოძალადეს დიდი ძალაუფლება ჰქონდა და პასუხისმგებლობას დაუძვრა. ამ ქვეყანაში ადვილია ეს, ისედაც უსამართლობითაა გაჟღენთილი ცხოვრების ყველა შრე და ბასილაშვილისნაირ კაცს არ გაუჭირდება სასამართლოზე გავლენის მოხდენა.

ასე რომ, ნუ გიხარიათ ბასილაშვილის გამარჯვება, კაცებო და ქალებო, მაგხელა ძალაუფლება თქვენ მაინც არ გექნებათ და უსამართლობითაც პირადად თქვენ ვერ იხეირებთ.

აი, ქალების ბრძოლა და წინააღმდეგობა კი გაიზრდება, რადგან ეს ისეთი წაგებაა, რომელიც კი არ გვასუსტებს, არამედ გვაბრაზებს, ერთ მუჭად გვკრავს და გვაერთიანებს საბრძოლველად!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share