არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი), რომელმაც ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვლსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს წლების წინ ჯვარი დასწერა, წყვილზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნიკა ბასილაშვილი
სანამ ნიკა ”იმას” ცოლად მოიყვანდა ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე. სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ”ტოპ”15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია”, – წერს არქიმანრდიტი ანთიმოზ ივერიელი.