ბიძინა ივანიშვილი ბიო პროდუქტების დამზადების ფორმულის მითვისებაშია მხილებული – ოლიგარქს ბიოლოგი ადანაშაულებს. 87 წლის მეცნიერმა პირველებს ინტერვიუ “შაბათის ეთერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ მისცა, სადაც საუბარი სწორედ ივანიშვილის ახალ ბიზნესიმპერიას უკავშირდებოდა. რუსულენოვანი შეფუთვით წარმოებული ბიო პროდუქტებით ოლიგარქი ბევრ მილიონს შოულობს, მეცნიერი, კი რომელმაც სასუქის დამზადების ფორმულა შეადგინა, კომპანიიდან ისე გაუშვეს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადეს.
არადა წლების წინ მეცნიერი თავის ორ მეგობართან ერთად ივანიშვილის კომპანიაში მიიწვიეს. ოლიგარქის ბიზნესიმპერიის წარმომადგენლებმა
სავარაუდოდ უკვე ზუსტად იცოდნენ, რა მოგება შეიძლება ენახათ,
ბიო პროდუქტის ჯერ წარმოებით, შემდეგ კი რეალიზებით. ასეც მოხდა. კომპანიამ, რომელზეც შესაბამისობის დიპლომი რუსეთშია გაცემული, 16 მილიონიანი მოგება ნახა. აქედან 20 პროცენტი გამოგონების ავტორებისთვის უნდა მიეცათ. თუმცა ასე არ მოხდა. მეცნიერებს უკიდურესი გაჭირვების გამო, სახლის გაყიდვაც კი მოუწიათ