“ოკუპანტები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ…მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ”-ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ, ამიტომ ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, გაქცევის გზები არ იქნება.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში, ”- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ახლა მესამე ეტაპზეა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივ გათავისუფლებას მოიცავს. რეზნიკოვმა განმარტა, რომ პირველი ეტაპი რუსული არმიის შეჩერება იყო. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელი გახდა ფრონტის მთელ ხაზზე სიტუაციის სტაბილიზაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share