ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში დემოკრატიულ ფორმულებს აქვეყნებს.
„მარტივი დემოკრატიული ფორმულები:
სისტემის ფუნქციაა მოქალაქის დაცვა საყოფაცხოვრებო ძალადობისგან.
სახალხო დამცველის ფუნქციაა მოქალაქის დაცვა სისტემის ძალადობისგან.
სისტემას ირჩევს ხალხის უმრავლესობა, სახალხო დამცველს ირჩევს ხალხის უმცირესობა, ვისაც სისტემა არ აურჩევია, ანუ ოპოზიცია.
შესაბამისად, მისი არჩევის კენჭისყრაში სისტემა არ მონაწილეობს.
კორუფცია არის სისტემის დანაშაული.
შესაბამისად, ანტი-კორუფციულის ხელმძღვანელსაც ირჩევს იგივე უმცირესობა, ანუ ოპოზიცია.
სხვა შემთხვევაში საქმე გვაქვს ფარსთან, რადგან საკუთარ თავს არავინ სჯის“, – წერს გია ხუხაშვილი.