“გადაგვასვენებინეთ ათასობით რუსი ოკუპანტის ცხედარი რუსეთის ტერიტორიაზე”

უკრაინა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ მოუწოდებს, ომის შედეგად გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების ცხედრების სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხში მინისტრმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.

„ვითხოვთ, რომ „წითელი ჯვარი“ დაგვეხმაროს რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთის ტერიტორიაზე გადასვენებაში. საუბარია ათასობით გარდაცვლილ ოკუპანტზე. ეს ჰუმანიტარული ხასიათის თხოვნაა და ვითხოვთ წვლილი შეიტანოთ გარდაცვლილი რუსი ოკუპანტების რუსეთში დაბრუნების პროცესში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რამდენი ოკუპანტის ცხედარია დღეს უკრაინის ტერიტორიაზე.

„მივმართავ „წითელ ჯვარს“, გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი ამ ჰუმანიტარული საკითხის მოსაგვარებლად,“- განაცხადა ირინა ვერეშუკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share