ჟამთააღმწერელი – ამბავი დიდისა დავითისა პანებისა ტყლაპითა მპყრობელისა

აქა ამბავი დავითისა, შთამომავალისა დიდისა მთავრისა გურიელისა, რომელმან იავარ ჰყო აღმოსავლეთ სლავნი ოდენ ტყლაპითა მისითა და თვინიერ ჰქმნა ველები სლავთა მორჩილებათა გურიელთათვის აკისრა რა ხარკი ურიცხვი დეკეულითა და ჯოგთა რქოსანთა..

და იდგა ჩუენს წელთა რიცხუით 2022 წელი, 10 წელი მეორედ მოსვლისა შემდეგ, აღრეულ ქორონიკონთა და წაბილწულ ჟამთასვლის შემდგომ… მეფობდა ქართლსა ივანაანთ ვაჟი, გლეხი ბორისისა, რომელსაცა თავისა მხრივ დაესვა ტახტზე გურიისა ყმაი მისი დავითი, მოწიფულობაში დათაი, და დავითად ქმნილი დიდი თავსარტყმის შემდგუომ..

თავად დავითი, გამაგრებულ არს სადგომსა გურიელთა, დასახლებად ვოზურგეთ წოდებულსა და მარჯვნივ მისსა დაუსვამს სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ქეთევანისა, ასულისა ჰომეროსის შტოდან და პატივსაცემად მოხსენიებულ ხომერიკად.. და ებარა ასულს წოდებაი სარდალისა სლავთა მპყრობელისა და ასული იგი ეახლა თან ლაშქრობასა შინა დასახლებასა ჰელმსა და ჰოი საოცრებავ… დიდმა დავითმა ასულისა ქეთევანისა ჩუბინობით ოდენ ტყლაპითა ერთითა დასცა ქალაქი ჰელმი და იპყრო სიმდიდრენი მისნი – მწვადი ურიცხვი და სუპი იმათ ენაზე “ბორჩშად” წოდებული და იქვემდებარა დიდებულნი და აკისრა მათ ხარკი ურიცხვი…

და მიზეზი პყრობისა გახდა სლავთა განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან მზეზე მაღალმან ბიძინაიმ მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა დავითსა, რომელსა მაშინ პატივი გურიელთა მთავრობისა მინებებოდა “გეპეის” მერხთა მოგონებებიდან… ხოლო მეფეი სლავთა ჰელმსიდან უერთდა რა გალიელებს და ენდომათ სანქცირებაი მეფისა ქართლისა რაითაც ღშფოთვა დავითისა უწევდა ცას და ვერ ეტეოდინ მიწაზე…

და ვითარმედ ითქუა უკვეი იახლა მხარგრძელმა დღეგრძელის ბრძანებითა ქეთევან ჰომეროსისა, რომელიცა ვერ იყო დიდად განსწავლულ მაგრამ ენაი ჰქონის გრძელი და მხარზე და ლაპარაკითა მისითა ფრიად გააბრუა მტერი ურიცხვი და იხელთა დროი დავითმან და ვითარცა აიეტს ოქროს საწმისი ისე გამოსტაცა მწვადი პირიდან ჰოლმსთა მეფესა და ჩასჩარა ტყლაპი იგი საკვირვუელი..

და იყო ზეიმი ფრიად სატახტო ქალაქსა გურიელთა… ზეიმობდნენ ქოცნი და გაჰყვიროდნენ საგალობლებსა მათი ბელადისა… იწყო აღმასვლა ჰიმნოგრაფიამა და იბრწყინა ჰაგიოგრაფიამ … ესეოდინ ბელადსა უცნაურ კაბებში გახვეული შავწვერა ხალხი და იქნევდნენ მას მაღლა და მაღლა…

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share