“სანამ ხელისუფლების ყმები იქნებით…მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში….ამოიღეთ ხმა, გაინძერით….ეს ქვეყანა თქვენიცაა”-გიგი უგულავა ქართულ ბიზნესს

სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამოიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა – ასე მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი უგულავვა ქართველ ბიზნესმენებს:

ქართულ ბიზნესს:
ფაბრიკა-ქარხნის, აფთიაქის, მაღაზიის თუ ტელევიზიის დირექტორი ხარ, პირველ რიგში ხარ ჩვეულებრივი შ.პ.ს. მფლობელი/დირექტორი. ბიზნესი ბიზნესია. რატომ ჰგონია ქართულ ბიზნესს, რომ “გვარამიას საქმე” მათ არ შეეხებათ. სამართლებრივი პრეცენდენტი შექმნილია. ხვალ ვინმეს პურის ქარხანა შეუშლის ხელს, ზეგ რომელიმე მაღაზიის “შავი მილები” და საქმე უკვე აწყობილია. გაჩარხულია. მომდევნო მოსამართლისთვის თქვენი ჩასმა კიდევ უფრო ადვილი იქნება ვიდრე დღეს იყო. ეს გადაწყვეტილება არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის გზას უხსნის ნებისმიერი ბიზნესის სასამართლო რეკეტს. ნუ ეგონება ბიზნესს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების და არასამთავრობოების საქმეა გვარამიას დაცვა. ნუ გგონიათ გულუბრყვილოდ, რომ თქვენთან არ მოვლენ. იფიქრეთ იმაზე, როცა თქვენთან მოვლენ აღარავინ იქნება ხმის ამომღები
Nika Gvaramia იქნება თავისუფალი. ის არის თავისუფალი. თქვენ კი ვინც თქვენს დუმილს თქვენი “ბიზნესის უსაფრთხოებით” ხსნით, სწორედ მაგ ბიზნესზე დაგარტყამთ რეჟიმი. სანამ ყველა ხელისუფლების ყმები იქნებით, მანამდე იქნება თქვენი ბიზნესი მუდმივ საფრთხეში. ამოიღეთ ხმა, გაინძერით. ეს ქვეყანა თქვენიცაა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share