“შეიძლება სერიოზულად საუბარი ლაკა ხოშტარიაზე…გირჩ შარვალჩახდილზე და კიკუ ვაშაძეზე პოლიტიკაში?….სექტა მიჰყვება მხოლოდ კერპს…კერპი კი სააკაშვილია”-გოგა ხაინდრავა

არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არაფერს წარმოადგენს. მაგათ თვითონ ოპოზიცია დასცინის. სექტა მიჰყვება მხოლოდ კერპს – კერპი კი სააკაშვილია. კიკუ ვაშაძე კერპი ვერასდროს გახდება, ვერ გახდებიან კერპები, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი- მეტი თავისუფლების”, „სტრატეგია აღმაშენებლის” და „დროას” გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

„სერიოზული აქ არაფერია. შეიძლება სერიოზულად საუბარი ლაკა ხოშტარიაზე, გირჩ შარვალჩახდილზე და კიკუ ვაშაძეზე პოლიტიკაში? აქეთ შალიკო, იქით ფანჩატური… ვაშაძეს ჰგონია თავისი თავი [პრემიერობის კანდიდატი]. ჩემ მეგობარს, რომელიც პატიმრობიდან საგიჟეთში გადაიყვანეს, ვაკითხავდი ხოლმე და იქ ზოგი პროკურორი იყო, ზოგი იმპერატორი, ზოგი იძახდა, რომ მე კალიგულა ვარო. ეგონოს, ჩვენ რა შუაში ვართ, ამას დრო რატომ უნდა დავუთმოთ? არცერთი ამომრჩეველი არ ჰყავს. ერთი ჰყავდა თაკო ჩარკვიანი და ისიც წავიდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share