იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.

Corriere dello Sport-ი იუწყება, რომ ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share