ნეაპოლელი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა“, „იმედია მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, – წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები.
ცნობისთვის, იტალიაში, “ნაპოლის” ქართველი მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.