მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და წერს, რომ უსამართლო პატიმრობა დაუყონებლივ უნდა დასრულდეს.
“ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც აუცილებელია იმ დემოკრატიის ასაშენებლად, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს”,- ნათქვამია განცხადებაში.