პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ახალი ამბების დასტით!
ესეიგი მოაყარეს ჩმობიკები საზარბაზნე ხორცად და გამოუშვეს დიდის ამბით შეტევაში. ზალუჟნის თქმით სამჯერ გაიზარდა შეტევების რაოდენობა დღის განმავლობაშიო! შესაბამისად რა მოხდა? მინიმუმ სამჯერ გაიზარდა კობზონის კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობაც! ჩვენებმა ყველგან მოსდეს დინგში ურდოს შეტევებს!
დონეცკის უჰლედართან პავლივკაში ჩაკვდა ურდოს შეტევა! აურაცხელი ტექნიკა დაკარგეს! თან ჩვენებმა ფოკუს-მოკუს-ვიკუსი ჩაუტარეს ურდოს! რამდენინე ადგილას “სიურპრიზად” აღმოცენდა ჩვენების უსერიოზულესი თავდაცცის ზღუდეები, ჯერ კიდევ ზაფხულში მომზადებული! ჰოდა ბახმუტის სიკეთის არ იყოს სხვა მიმართულებებზე ბუზებივით ასკდებიან ასობით ჩვენს ძალებს!
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით დღეში 40 ერთეულ მძიმე ტექნიკას უნადგურებენ ჩვენები!
თვითმფრინავებში ხო საერთოდ #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ზე არიან! ავღანეთში 9 წლის მანძილზე 118 თვითმფრინავი დაკარგეს ურდოსებმა, ჩვენებმა კიდე ჯერ 9 თვე არ გასულა და 278 ლიტაკი ჰაერში აუგიზგიზეს ურდოს!
ჩმობიკები ყავთ მშივრები და ძაძებში შემოსილები! ეგ ხო ვიცით, მაგრამ დაპირებულ რუბლიკებში რო გადააგდეს, გამწარდა ჩმობიკი! დუმამ არ მიიღო კანონი 350 ათასი რუბლიკის გამოყოფაზე და დარჩნენ #რუსკივაენიკარბლიდინახუი ზე ჩმობიკები! ჰოდა წამოვიდა პირველი ბუნტები ჯერ სამობილიზაციო ბანაკებში! პუტლერმა კი მოაწერა სასწრაფოდ ბრძანებას ერთჯერადად 195 ათასი რუბლიკის გამოყოფაზე, მარა დანარჩენი ფაფუუ! ეხლა ნახეთ თქვენ ბიდლოს ყიყინი და ისტერიკა! ხო, ისა, სანქციები არ მუშაობსო და ურდოს ფული თავზე საყრელად ააქვსო! ფხუკ, რაშკაააა! გვინწა ბისაუს პრეზიდენტმაც არ მოგცათ არაფერი “ზაკაზიი” “სახ.შეკვეთებს” რა ძალა აქვს ისე, ამ გაგანია ომში სამკვდროდ წაეკიდნენ ერთმანეთს ვირთხა რუსები შოიგუ და პრიგოჟინი ომი ომად და ტენდერები დანა სისხლად!
ხერსონისკენ ამინდები გამოსწორდაააა! ჰოოოოდაააა, კოლაბორანტების ადმინისტრაციიდან ურდოს სამფერა ჩვარიც გაქრააა! მისახლეობაც გაყავთ იძულებით და სანაცვლოდ შემოყავთ ახალი პარტია ჩმობიკებიი! დიდი ბრძოლა იქნება! აშშ-ს თავდაცვის მდივანს თუ სჯერა, რომ ჩვენები ხერსონს მალე დაიბრუნებენ, ჩვენ ხომ საერთოდ გვწამს და ვიცით რომ ასე იქნება!
აუ ხერსონს რო აიღებენ ჩვენები, მერე სად ჯანდაბაში წავა ან თვითონ პუტლერი, ან მისი ომის მთავარი იდეოლოგები – მილიარდერი კოვალჩუკი, ჩეკისტები პატრუშევი და ბორტნიკოვი?
სიკტილს თუ გადაურჩნენ, “გასუდვა” გარანტირებულად აქვენ (რეგიონიდან დავბრუნდი რამდენიმე საათია და ლექსიკა შემომეპარა). სხვებსაც არ აცდებათ, მაგრამ ესენი მთავარი იდეოლოგები იყვნენ ომის!
ზელენსკიმ მშვენივრად შეაჯამა გუშინდელი დღე: “ყველაფერი მიდის მაგრად. ჩვენები მიიწევენ წინ. ხორბლით დატვირთული გემებიც გადიან. ოკუპანტებიც მიუყვებიან…. რუსული გემების გზაკვალს”!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.