„სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, პირველად ისტორიაში, 2027 წელს გადავლახავთ 10 000$-იან ნიშნულს და ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი 10 500$-ს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ევროკავშირის მინიმალურ ეკონომიკურ მაჩვენებელს და უკვე 2030 წლისთვის ამ ტემპით ჩვენ ვაღწევთ 15 000$-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის წელში გამართული ეკონომიკური კუთხით, სოციალური თვალსაზრისით და სიღარიბე არის ან განულებული, ან თითქმის განულებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live-ში განაცხადა.
რაც შეეხება ინფლაციას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სერიოზული პრობლემა. წელს, შარშანაც, კოვიდის გამოც, მანამდეც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუმცა აქაც არის სავალუტო ფონდის პროგნოზი.
„ინფლაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს და 3-4 წელიწადში ჩვენ დავუბრუნდებით უკვე ნორმალურ ზღვარს, რაც გვქონდა კოვიდამდე. ერთნიშნა ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება, ამ პროგნოზის მიხედვით 5%-საც უნდა ჩამოცდეს ინფლაციის მაჩვენებელი. ანუ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, ინფლაცია დაიკლებს წლიდან წლამდე და დახლოებით სამ წელიწადში ჩვენ გვექნება სათანადო მაჩვენებელი. რაც შეეხება ზრდას, ერთია ეს ორწლიანი მაღალი ტემპი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე მაღალი ტემპი ნარჩუნდება შემდეგი წლების განმავლობაში, ამის ხარჯზე სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით პირველად ისტორიაში, 2027 წელს გადავლახავთ 10 000$-იან ნიშნულს და ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი 10 500$-ს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ევროკავშირის მინიმალურ ეკონომიკურ მაჩვენებელს და უკვე 2030 წლისთვის ამ ტემპით ჩვენ ვაღწევთ 15 000$-ს, რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ ქვეყანა არის წელში გამართული ეკონომიკური კუთხით, სოციალური თვალსაზრსით და სიღარიბე არის ან განულებული, ან თითქმის განულებული. დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 17,5%, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 650 000 ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სამწუხაროდ სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ტემპი და მაჩვენებლები 10 000$-ზე მეტი 15 000$ იძლევა სწორედ ამ მაჩვენებლის განულების საშუალებას. 650 უნდა გახდეს ნული, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და ეს მიღწევადია სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით არა გრძელვადიან, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში. თქვენ გახსოვთ, იყო დაფუძნებული მოძრაობა 2030, მაშინ 17 წელი იყო დარჩენილი 2030 წლამდე, ზოგს ეღიმებოდა, ახლა გამოჩნდა, რომ კონკრეტულ გათვლებს ეფუძნებოდა ამ მოძრაობის დაფუძნება. 2030 ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ პირველად ვაღწევთ ეკონომიკური განვითარების სოლიდურ ნიშნულს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.