ათასწლოვანი ბაობაბები საქართველოსკენ დაიძრა. “მთავარმა არხმა” მოიპოვა დოკუმენტები და ვიდეოკადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ 8 გიგანტური ხე უკვე გზაშია. ამ წუთებშიც კი სატვირთო ავტომობილების კოლონა კენიის უდაბნოს სოფლებიდან ქალაქ კალიფის პორტისკენ გადაადგილდება და მოაქვს ტვირთი, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილიც არის გურია, სოფელი შეკვეთილი, დენდროლოგიური პარკი.
ამ საბოლოო ლოკაციას ადასტურებს დოკუმენტი.
ტრანსპორტირების ნებართვაში პირდაპირ წერია, სადაც უნდა ჩაიტანონ ბაობაბები და ეს დოკუმენტი პასუხს სცემს კითხვას, თუ ვინ არის შემკვეთი საქართველოდან. თავად კენიაში ეს ბიო მეკობრეობა ახალ სკანდალს იწვევს. გარემოსდამცველები სვავენ კითხვას, როგორ გასცა გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ხეების გადატანის ნებართვა სრულიად მოულოდნელად, მას მერე, რაც სასამართლოში იჩივლა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი