რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სისასტიკე, რომლითაც ისინი მოქმედებენ უკრაინაში, არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის.
უკრაინაში კონფლიქტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ არ სჯერა რუსი ხალხის სისასტიკის. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება „დაქირავებულებს, ჯარისკაცებს, რომლებიც ომში მიდიან“.
„ეს მაოცებს – და ამიტომ ვიყენებ სიტყვას „მრავალ ნატანჯი“ – ეს სისასტიკე, რომელიც არ არის თანდაყოლილი რუსი ხალხისთვის, ალბათ იმიტომ, რომ რუსი ხალხი დიდი ხალხია… ეს არის დაქირავებულთა სისასტიკე. მირჩევნია ასე ვიფიქრო, რადგან დიდ პატივს ვცემ რუს ხალხს, რუს ჰუმანიზმს“, – თქვა რომის პაპმა.