ევროკავშირის ხისტი პასუხი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სპეკულაციებზე. სტრატეგიულ პარტნიორებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში კორექტივები შეაქვთ. ევროპელი მოკავშირეები, მმართველი გუნდის პროპაგანდის საპასუხოდ რეზულუციაში პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველი ოლიგარქია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მილიარდერის კავშირები რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან დადასტურდა, სანქციები გარდაუვალი იქნება.
დოკუმენტში, რომელზეც მწვავე დებატებია მოსალოდნელი, საუბარია ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზეც. ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ კრიტიკული მედია საქართველოში იდევნება და ხელისუფლება თავისუფალი აზრის ჩახშობას ცდილობს.
პარალელურად 12 ევროპარლამენტარი წერილს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის – გამოიყენოს დისკრეციული უფლება – გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და ასე წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.