​​​​​​​”არ შეიძლება, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეცენატს ოლიგარქი” – ვოლსკი

“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი და ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება და აცხადებს:

“ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს ადამიანი, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. პირველი რომ რეალობა სხვა არის. არ შეიძლება, ერთი მხრივ, მაგალითად, ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედიამენეჯერი და მეორე მხრივ იმ ადამიანს, რომელიც არის მეცენატი თავისი ნიშნით უწოდო ოლიგარქი”, – ამბობს ვოლსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share