ჭანიეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ოზურგეთის მერია დაეხმარება.
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ურუშაძეების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, ონფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.