კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე ოზურგეთში შენობების კედლების მოხატვის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, შენობის კედლებზე შესრულებული ”გურული მხედრები” კრიტიკას ვერ უძლებს:
”ოზურგეთში შენობების კედლების მოხატვა რომ დაიწყეს – მაგარია, აცოცხლებს ქალაქს. ზოგიერთი ძალიან კარგად არის შესრულებეული, მარა რაც შეეხება გურულ მხედრებს, რომლებიც ფოტოებიდან არის გადახატული (და ორი მათგანი ჩემი ჩამოტანილია ამერიკიდან) ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბავშვის ნახატებს წააგავს, თანაც ხატვა რომ უჭირს… ის ჯგუფურ პორტრეტი რომაა სამი იარაღასხმულის- საერთოდ ლაზები არიან გამოსახულნი და არა გურულები. შემეკითხეთ მაინც გურულ მოჯირითეებზე ჩემზე კარგად არაკაცმა არ იცის დუნიაზე)))) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall..” – წერს მახარაძე.