“ამ ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი მოკლეს და არ გვინდა ნამდვილად ქართველი საზოგადოება გახდეს კეთროვანი…რომელიც მეორე პრეზიდენტის მკვლელობას ეგუება”-ნიკა მელია

არ გვინდა ნამდვილად ჩვენ თანამონაწილენი გავხდეთ ამ უბედური შემთხვევის და მთელი ქართველი საზოგადოება გახდეს კეთროვანი, რომელიც ეგუება მეორე პრეზიდენტის სიკვდილს და მკვლელობას _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“ამ ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი მოკლეს და ისტორიამ ხშირ შემთხვევაში სამართლიანად, ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ, ძალიან მტკივნეული იარლიყი მის ყოფილ თანაგუნდელებს მიაწება, თითქოს ვიღაცამ ზვიად გამსახურდიას ზურგი შეაქცია, ისეთებსაც მიაწება, ვისაც არ შეუქცევია ზურგი. ანუ ისტორია ხშირ შემთხვევაში არის სამართლიანიც და უსამართლოც. არ გვინდა ნამდვილად ჩვენ თანამონაწილენი გავხდეთ ამ უბედური შემთხვევის და მთელი ქართველი საზოგადოება გახდეს კეთროვანი, რომელიც ეგუება მეორე პრეზიდენტის სიკვდილს და მკვლელობას”_ განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share