”ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტი, მახინჯი სისტემა და ამისთვის მნიშვნელოვანია ენმ – ს განახლება, მეტი ღიაობა, მეტი მოქმედება, ბრძოლა” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თათია ნიკოლაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს:
”ქართველი ხალხი ითხოვს ცვლილებს, ჩვენი ამომრჩეველი ითხოვს მეტ მოქმედებას, რუს ოლიგარქს ტყვედ ყავს აყვანილი პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტი, თავისუფალი სიტყვა და მთელი ქვეყანა.
ჩვენ უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტი, მახინჯი სისტემა და ამისთვის მნიშვნელოვანია ენმ – ს განახლება, მეტი ღიაობა, მეტი მოქმედება, ბრძოლა და ამ ამოცანების გადასაჭრელად პირველი ნაბიჯი არის დემოკრატიულად, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები” – წერს ნიკოლაშვილი.