“დიდი ოცეულის სამიტის წინმთავარი კითხვა იყო, წავიდოდა თუ არა ვლადიმერ პუტინი ბალიში. თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. პუტინს ინდონეზიაში წასვლის ეშინია”. –ამბობს უკრაინელი ექსპერტი ვიქტორ ნებოჟენკო.
ვლადიმერ პუტინი, არ მიდის ძალიან პრესტიჟულ ღონისძიებაზე, G20-ის სამიტზე, რომელიც ბალიში, ინდონეზიაში იმართება. ნებოჟენკოს აზრით, პუტინს არ ეშინია კრიტიკისა და დამცირების, ის საკმაოდ ცინიკური ადამიანია და რუსული პროპაგანდის წყალობით შეძლებს ნებისმიერი დამარცხება გმირულ გამარჯვებად გაასაღოს. მაგრამ პუტინს კიდევ ორი შიში აქვს, რომლებსაც ის ვეღარ მოიშორებს.
პირველი შიში მის სუსტ ჯანმრთელობას უკავშირდება. პუტინმა ძალიან დასუსტდა მოულოდნელად მისთვის და მისი გარემოცვისთვის, ის სწრაფად დაბერდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დაუმძიმდა. ყოფილი „მაჩო“ სწრაფად გადაიქცა ნაღვლიან მოხუცად. ასეთ ვითარებაში პუტინს არ სურს ბალიში კონკურენცია გაუწიოს ამერიკის ხანდაზმულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელსაც ყოველთვის დასცინოდა რუსული პროპაგანდა. რუსეთში, ვალდაიში, ვლადიმირ პუტინი თავს ძლიერად და ძლევამოსილად გრძნობდა, მაგრამ ბალიში, ინდონეზიაში, მას არ ჰყავს მსმენელი და მეგობრები. იქნებიან მხოლოდ მსაჯები და კრიტიკოსები.
პუტინის მეორე შიში უფრო ძლიერია, ვიდრე პირველი. სინამდვილეში, პუტინს ძალიან ეშინია რუსეთში მკვლელობის მცდელობის ან გადატრიალების. ეს ხშირად ხდება მესამე სამყაროს არასტაბილურ, განუვითარებელ ქვეყნებში, სადაც რუსეთი “წარმატებით“ და პუტინის წყალობით აღმოჩნდა. მას უბრალოდ არ ჰყავდა კრემლში პოლიტიკოსები და სამხედროები, რომლებსაც შეუძლია ქვეყანა და ძალაუფლება დაუტოვოს. ის ყველას ეჭვის თვალით უყურებს და ყველას ერთმანეთზე აქეზებს.ახლა ის თავის გარემოცვაზეა დამოკიდებული და არა გარემოცვა მასზე, როგორც ეს იყო მთელი ათწლეულის განმავლობაში–თვლის ექსპერტი.