”ვკონცენტრირდეთ მთავარზე, ჩვენი ქვეყნის მტრის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე” – თათია ნიკოლაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი და წერს:
”დიახ, ვითხოვთ ცვლილებებს, მეტ მოქმედებას, ბრძოლას, პარტიას სჭირდება კოორდინირებული მოქმედებები, რაც დიახ სწორედ პარტიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს – შესაბამისად დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც სწორედ ჩვენი ბრიფინგის შემდეგ ჩაინიშნა და მანამ უსასრულოდ იყო დროში გაწელილი, შიდა არჩევნებს, რომელიც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.
 ისრების გადატანა ამ ჟურნალისტის მსგავსად სხვა პირებზე, გარემოებებზე ქოცური, რუსული ნარატივია და ამის გააზრება არ აწყენდა ბევრს..
მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, პარტიას და ვკონცენტრირდეთ მთავარზე, ჩვენი ქვეყნის მტრის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე.
მე ასე მჯერა, ასე მწამს – ერთობა, ბრძოლა არის გამოსავალი და არაფრით არ შეიძლება შურმა, ბოღმამ, პირადმა ინტერესებმა ან თუნდაც ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა გვძლიოს.” – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share