მილიონიანი მიწა მღვდელმა ღარიბაშვილის ცოლის ძმას გაუფორმა

წავკისის ველზე, ელიტურ უბანში, მილიონიანი მიწა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, მამა მელქისედეკმა ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმას გაუფორმა. 

2300 კვადრატულ მეტრამდე მიწა ლექსო თამაზაშვილის სახელზე 2022 წლის 13 სექტემბერს გადაფორმდა.

ტვ პირველის ინფორმაციით,   ოთხი რეზიდენციის ასაშენებლად საკმარისი ტერიტორია პრემიერის ცოლის ნუნუ თამაზაშვილის ძმის სახელზე, ფიქტიური გარიგების შედეგად აღმოჩნდა.

ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულებაში წერია, რომ მღვდელმა პრემიერის ოჯახის წევრს თითქმის მილიონი ლარის ღირებულების ქონება 30 ათას დოლარად, ანუ ათჯერ უფრო იაფად მისცა. 

მამა მელქისედეკმა მიწის ყიდვა გაყიდვაზე თითქმის არაფერი იცის, რადგან ის მდიდარი ქართველების უბანში ტერიტორიის ფიქტიური მფლობელია. მამაოს სიძე, ქალიშვილის ქმარი, კახური კლანის ბოსი ზვიად ჯანყარაშვილია. ამ გარიგებით რჩება განცდა, რომ წლების წინ სხვადახვა პირების სახელზე გადამალულ ქონებას ღარიბაშვილი და მისი უკვე დაშლილი კახური კლანი ინაწილებენ.

ირკვევა, რომ საბაზრო ღირებულებით თითქმის მილონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის ლექსო თამაზაშვილსთვის გადაფორმების დროს რეესტრში მღვდელი საერთო არ ყოფილა. დოკუმენტები მღვდლის სახელით კახური კლანის ყოფილმა ბოსმა ზვიად ჯანყარაშვლმა გააფორმა.

პრემიერის ცოლის, ნუნუ თამაზაშვილის ძმა   ინტერვიუში ამბობს,რომ წავკისში თითქმის მილიონის საბაზრო ღირებულების მიწა ათჯერ უფრო იაფად იყიდა, რომ სამეგობროსთვის სახლი ააშენნოს. ამტკიცებს, რომ სასურველი ტერიტორია შუამავლების საშუალებით იპოვა.

2018 წელს მიწა, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ზურა კოპაძემ იყიდა, კოპაძის შემდეგ თამარ ლონდარიძის სახელზე გადაფორმდა, ლონდარიძისგან ისევ კოპაძეზე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შემდეგ მიწა, ზვიად ჯანყარაშვილის სიმამრს გადაუფორომა, შემდეგ კი ჯანყარაშვილმა სიმამრის ქონება ლექსო თამაზაშვილს. ეს გარიგებები აჩენს განცდას, რომ სახელისუფლებო რგოლი, ე.წ. ობშიაკის ქონებას ერთმანეთში აბრუნებდა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share