რუსეთი საქართველოში თავის “ქალიშვილობას” ვერ აღადგენს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც რუსეთი უკრაინაში დამამცირებლად დამარცხდება, ის ვერ შეძლებს თავისი “ქალიშვილობის” აღდგენას, როდესაც საქართველო გაახსენდება – ამის შესახებ მან France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ არასწორ გათვლებს აკეთებდა. რუსეთმა არ უნდა იფიქროს. რომ ხვალ, იმ დამამცირებელი მარცხის შემდეგ, რასაც ის უკრაინაში განიცდის, ის შურისძიებას საქართველოში შეძლებს“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share