“ევროკომისარი, ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით…პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი არ იქნება”- წილოსანი

მმარველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ გატარებული რეფორმებით, რომელსაც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ითვალისწინებს, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი კმაყოფილი დარჩება. წილოსანი იმედოვნებს, რომ  ვარჰეი რიგი ევროპარლაემნტარებისგან განსხვავებით პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი არ იქნება.

ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა, მათ შორის, შესაძლებელია, ის პოლიტიკური  ბატალიები ან გამოწვევები, რომელიც ჩვენთან არსებობს, საკმაოდ კარგად იქნეს ამ აღნიშნული წარმომადგენლის მიმართ წარმოდგენილი. ევრკომისარი განსხვავებით ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც არიან პოლიტიკური ფიგურები, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება იმ პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი, რომელსაც რიგი ევროპარლამენტარები აკეთებენ და მოლოდინები გვაქვს ობიექტურად და ძალიან სამართლიანად, მათ შორის, საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილად გაკეთებული შეფასებების. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის სტრუქტურები, ისევე, როგორც ინდივიდუალური წარმომადგენლები გულშემატკივრობენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – თქვა წილოსანმა. 

ოლივერ ვარჰეის ვიზიტი ოფიალურად იწყება. ევროკომისარის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.  მას ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.  მას შემდეგ, რცა საქართველომ კითხვარი მიიღო, ეს ევროპელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია საქრთველოში.

ოლივრ ვარჰეი პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს. საქართველოს პრემიერს ევოკომისართან პირისპირ შეხვედრის დროს პასუხების გაცემა მძიმე კითხვებზე მოუწევს: რატომ ასრულებს ხელისუფლება პირობებს ფასადურად,  რატომ ჰყავს ქვეყნას პოლიტიკური პატიმრები და რატომ  არ აპირებს “ოცნება” ივანიშვილს არაფორმალურ გავლენებზე უარის თქმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share