„ალტ–ინფოს” დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია გერმანიის ნაკრებს აკრიტიკებს და წერს, რომ გარყვნილების პროპაგანდამ მოიცვა ფეხბურთი.
“41 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს სულ ფეხბურთის ქომაგი ვარ. 1988 წლიდან კი გერმანიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. დღეს პირველად ჩემს ცხოვრებაში, მათი მეტოქის, იაპონიის ნაკრების მხარეს ვიყავი. მიზეზი რა იქნებოდა ალბათ მიხვდებით?! გარყვნილების პროპაგანდამ უკვე მოიცვა სპორტიც და განსაკუთრებით ფეხბურთი. მე იმ გერმანიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი სადაც ბრემე, მათეუსი, კლინსმანი, კანი და ეფენბერგი თამაშობდნენ….
ეს გერმანიის ნაკრები კი გასაბერი კაცების ხროვაა და მეტი არაფერი.
ვულოცავ იაპონიის ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას”, – წერს მორგოშია.