ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხელისუფლებამ იმიტომ გადადო, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა თვალსაჩინო არ გამხდარიყო.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება მიშას უნდოდა. მარტივი მიზეზია, უნდოდა თვალსაჩინო გამხდარიყო მისი მდგომარეობა. ხელისუფლებამ, რომელიც ამდენი ხანი გვიმტკიცებს რომ მიშა ძალიან კარგადაა პროცესი გადადო. აქაც მიზეზი მარტივია, მიშას ვიზუალის ნახვა ქოცსაც კი მიახვედრებს რეალობის სიმძიმეს.
დროა პარტიისთვის მთავარი თემა გახდეს მიშა. დაგეგმეთ აქტივობები, მხარდამჭერები აქ ვართ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.