ცენტრ “ემპათიას” ხემძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს 100-მდე დიაგნოზი აქვს. მარიამ ჯიშკარიანი მდგომარეობის გაუარესებას და ლეტალური შედეგის დადგომას არ გამორიცხავს. მისი თქმით, აღნიშნული დიაგნოზები არა თუ სასჯელის გადავადების, არამედ სასჯელის განთავისუფლების საფუძველია.
“დიაგნოზები არის ძალიან ბევრი. ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ალბათ იქნება ასამდე დიაგნოზი, მაგრამ აქ არის, რა თქმა უნდა, წამყვანი დიაგნოზები, რომელიც განაპირობებს მისი ჯანმრთელობის მდგომოარეობის უკიდურესად დამძიმებას და თუკი სასწრაფოდ არ იქნება იგი გადაყვანილი როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, შესაძლებელია, ძალიან დამძიმდეს მდგომარეობა და ლეტალური გამოსავალიც. მე ვერ ჩამოვთვლი ამ დიაგნოზებს, მაგრამ დიაგნოზები გახლავთ იმდაგვარი, რომ საფუძველია სასჯელის არა თუ გადავადები, არამედ სასჯელისგან გათავისუფლების,” – თქვა ჯიშკარიანმა.