ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად – აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე – კავკასიაზე გამართული მოსმენისას, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ კერენ დონფრიდს ჰკითხეთ, ხომ არ იყო დრო საქართველოს მიმართ პოლიტიკისთვის გადაეხედათ. რას გულისხმობდით ამაში? – შაჰინი პასუხობს:
“… ჩვენ ვცდილობთ რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. როგორც იმ განცხადებაში ვთქვი და რასაც აქაც გავიმეორებ, არის ის, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად.
თუ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ, არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მოდით ვიფიქროთ გზებზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, მათ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ყველა ის თავისუფლება, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა.” ამბობს სენატორი.