„შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას საფრთხე რომ ემუქრება ვიღაცის ქონების გამო, ლეიბიც უნდა დადო, კარავიც და რუსთაველიდანაც არ უნდა გამოხვიდე“, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ის ლიდერია, რომელმაც რეფორმები გაატარა.
„სააკაშვილი ის პრეზიდენტია, რომელმაც რეფორმები დაიწყო. პირველი რაც გააკეთა რეფორმები დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ერთმა კაცმა 9 წლის განმავლობაში, რაც შეძლო გააკეთა, რუსულ პოსტსაბჭოური ქვეყნის პირობებში შეუძლებელი იყო ყველანაირი რეფორმა გაეკეთებინა. დღეს როცა ღიაა ყველაფერი და მთელი დასავლეთი შენ გეხმარება, ოლიგარქი რომ ხარ, რა უდგას წინ „ოცნებას“ რომ რეფორმები გაატაროს?!“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს გადაცემაში სტუმრობის დროს თავისი მოწოდება, „ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ“ გაახსენეს და აღნიშნეს, რომ მისი სიტყვები „მფრინავ ფრაზად“ იქცა. ამასთან დაკავშირებით კი თაკო ჩარკვიანმა განაცხადა:
„ძალიან მაგარი ნათქვამი, ძალიან მაგარი მებრძოლის ნათქვამი იყო და ახლაც გავიმეორებ – დიახ, შენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას საფრთხე რომ ემუქრება ვიღაცის ქონების გამო, ლეიბიც უნდა დადო, კარავიც და რუსთაველიდანაც არ უნდა გამოხვიდე, ეს არის ბრძოლა“, – აცხადებს პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი.