ახალი წლების პერიოდში იქნება პიკი – ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

სეზონური ვირუსების გამო გადატვირთული კლინიკები და პიკი, რომელიც ჯერ კიდევ წინაა – ექიმები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა ახალი წლისთვის იქნება. ქვეყანაში ძირითადად, რესპირატორული ვირუსები და გრიპის ე.წ. ჰონგ-კონგური შტამი ცირკულირებს, რომელსაც შედარებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, განსაკუთრებით მცირეწლოვნებისთვის.

რა უნდა გავაკეთოთ ვირუსების გავრცელების თავიდან ასარიდებლად და მისგან დასაცავად – მედიკოსები მოსახლოებას რამდენიმე ძირითადად წესს კიდევ ერთხელ ახსენებენ.

“ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი. საკმაოდ ბევრი გვყავს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა. ჯერ კიდევ წინ არის პიკური აფეთქება, რასაც ველოდებით გრიპის მხრივ, რომელიც იქნება დეკემბრის ბოლოს.

ნებისმიერი ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები არის ერთი და იგივე – პირბადის ტარება და სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენა,” – განაცხადა “ჯოენის” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share