”ის იყო უკიდურესად ჯანმრთელი, ენერგიული 54 წლის კაცი ძალიან მუქი თმით, ერთი წლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. დაკარგა დაახლოებით 22 კგ, მისი თმა აღარ არის ისეთი მუქი და დაიწყო ბუდობრივი ცვენა. მე მასთან ნევროლოგ ექიმ შაჰინ ლაჰინთან ერთად ვიყავი და ვნახე, როგორ აცლიდა ის თმას თავიდან. ახლა ეს ენერგიული კაცი შეგიძლიათ, ნახოთ უზომოდ გაუარესებულ მდგომარეობაში. აშშ-ში როცა გვინდა, შეაფასო პაციენტის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოსა თუ ციხის დაწესებულებაში, შეგიძლია, გადაიღო ვიდეო, შეიტანო კამერა, რისი უფლებაც აქ არ მოგვცეს… ეს ხომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყნის ვესტერნიზებისა და იდენტობის შექმნისთვის? ახლა კი მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას, მას სცემეს კიდეც, ფიზიკურად ათრიეს, მენტალურად დააზიანეს. ეს არის წამება და მეტიც, ის მოწამლეს კიდეც. დოქტორმა სმიტმა მის სხეულში იპოვა დარიშხანის და მერკურის კვალი. ის არის პოლიფარმაციის მსხვერპლი. მასთან იყენებენ დაახლოებით 14 დასახელების წამალს, რომლებიც არის რუსული წარმოების წამლები და არ არის დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ.”
დანჯელო სააკაშვილზე: 14-მდე წამალს იღებს, რომლებიც არაა დადასტურებული წამლის სააგენტოს მიერ
განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.