”ძალიან მძიმეა უკრაინის ომის ყურება, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმეა ამ სამარცხვინო განცხადებების მოსმენა 24 თებერვლის შემდგომ, რასაც აკეთებს პირადად ღარიბაშვილი და სხვადასხვა მესვეური მთავრობისა. ეს არის დაბალი ეშელონების რუსული მმართველობა… უბრალოდ ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით, შინაარსით არის FBS-ს ტექსტები. ძალიან სამარცხვინოა, მძიმეა, როდესაც ასე გელახება ღირსება, როდესაც ასე გრცხვენია, რომ ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოს ყველაზე რთულ და ისტორიულ დროს და ეს სირცხვილი ყველაზე მძაფრად, დოკუმენტურად ვიწვნიეთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ ყველასთვის ცნობილი მიზეზებს გამო კანდიდატის სტატუსი. ეს სირცხვილი არ არის მხოლოდ გრძნობების სფერო, ეს სირცხვილი კონკრეტულ ამბებზე დგას, კონკრეტულ ვერინტეგრაციაზე დგას, საქართველოს მომავლის დაბლოკვაზე დგას ქართული ოცნების მხრიდან. ეს არ არის მარტო პირადი განცდები, ეს სირცხვილი იზომება იმ 12 პუნქტით. არ უჩანს ფსკერს ფსკერი, ყოველ ჯერზე ხვრეტენ ამ ფსკერს და რომ გგონია, ამის იქით სადღა შეიძლება წავიდეს, კი, შეიძლება დაეცეს ასე სამარცხვინოდ.”
ამაღლობელი ოცნებაზე: ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით, შინაარსით არის FBS-ს ტექსტები
თქვა პოეტმა რატი ამაღლობელმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაზე.